(+995 32) 224 00 99 info@reproinstitute.ge

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. იგი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.

მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული, “ინ-ვიტრო” განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა.

იგი გახლავთ საქართველოში რეპროდუქტოლოგიის დარგის ფუძემდებელი.

პროფესორ არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რეპროდუქციული სამსახურის ქსელი, დაიწყო ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება და ლიცენზირება რეპროდუქტოლოგიაში. შეიქმნა და მუშაობა დაიწყო დისერტაციების დაცვის პირველმა სპეციალიზებულმა საბჭომ რეპროდუქტოლოგიაში, დაიწყო ჟურნალ “რეპროდუქტოლოგიის” გამოცემა. დაარსდა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური კათედრა, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფ. ა. ხომასურიძე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 16 სადოქტორო, 94 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნდა 2000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მომზადდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა და სხვა მრავალი. 1996 წლიდან ა. ხომასურიძე და მისი გუნდი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტების ძირითადი შემსრულებელი იყო. პროფ. არჩილ ხომასურიძე იყო 1984-2012 წლებში იოსებ ჟორდანიას სახ. ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

პროფ. არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების მიერ დაგეგმილი და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით აისახა.

ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის, მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ, განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას დაწყებულ საქმეს და მის იდეოლოგიას არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის სახელით ახალ მისამართზე.

ინსტიტუტი დაკომპლექტებულია ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 55 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში. საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: ლიდა ფხალაძე, ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი, ნინო დათოშვილი, ლუდა ბარბაქაძე, თამარ დიაკონიძე, მამოლოგი- რევაზ ციციშვილი, უროლოგ-ანდროლოგები გიორგი ნადარეიშვილი, ალექსანდრე ხელაია, სექსოლოგი- პროფ. ზურაბ მარშანია, ემბრიოლოგი- თინათინ სუპატაშვილი და სხვები.

ჩვენი ექიმები

ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ევროპის მეან- გინეკოლოგთა საზოგადოების, გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგათა საერთაშორისო ასოციაციის, ნაყოფიერების და უნაყოფობის საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრები. რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის რანგში.

არჩილ ხომასურიძე

გენერალური დირექტორი, პროფესორი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი

ლალი ფხალაძე

კლინიკური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი

ნანა კვაშილავა

ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი-თერაპევტი

ჩვენი ძირითადი პრინციპებია: პაციენტების ინტერესების დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება და პატიოსნება

N

გამოცდილი ექიმები

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
N

პროფესიონალი და მეგობრული პერსონალი

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
N

წყნარი და მშვიდი გარემო

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
N

დაზღვევის ანაზღაურება

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
N

Walk-In's Accepted

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
N

No Extra Fees

Aenean eu leo quam. Pellentesque ornare sem lacinia quam venenatis vestibulum. Donec sed odio dui.
“ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კლინიკითა და პირადად ბატონ არჩილ ხომასურიძის დამოკიდებულებით. ძალინა კმაყოფილი ვარ ამ კლინიკითა და პირადად ბატონ არჩილ ხომასურიძის დამოკიდებულებით ძალინა კმაყოფილი ვარ ამ კლინიკითა და პირადად ბატონ არჩილ ხომასურიძის დამოკიდებულებით

გურანდა ნებიერიძე

მადლიერი პაციენტი

Better Health Care is Our Mission

24/7 service. Same Day Appointments are Available.

(344) 532-2352

info@divicare.com

1235 Divi St. #100, San Francisco, CA

Share This